კახა კუკავას წინააღმდეგ კონკურენტები უმაგალითო ცილისმწამებლურ კამპანიას ეწევიან

პარასკევი, 19 აპრილი, 2013 - 15:29

პარტია "თავისუფალი საქართველოს" განცხადებით, 27 აპრილის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, რაც ნათელი გახდა კახა კუკავს დიდი უპიარტესობა, გააქტიურდნენ კონკურენტები და დაქირავებული ჟურნალისტები, რომლებიც  ჭორებს თხზავენ და ცილისმწამებლურ კამპანიას ეწევიან პარტიის წინააღმდეგ.

"ცნობილი „ჟურნალისტის“ ელისო კილაძის სააგენტო "პრაიმერში" გაჩნდა ინფორმაცია, თითქოს კახა კუკავას, ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის ერთ-ერთ კანდიდატთან და გივი თარგამაძესთან ერთად, შექმნილი აქვს ტანდემი, რომელიც მიზნად "ნამდვილი ოპოზიციური ძალებისთვის" ხმების წართმევას ისახავს.

რთული მისახვედრი არაა, რომ ამას ქალბატონი კილაძე საკუთარი ინიციატივით არ აკეთებს, მის მსგავსად, ჩვენი პარტიის მისამართით, ზრდილობის ელემენტარული ნორმების უგულებელყოფით, ცილისმწამებლურ კამპანიას ეწევიან აგრეთვე "ნაციონალურ მოძრაობასთან" კოჰაბიტაციაში მყოფი სხვადასახვა პოლიტიკური სუბიექტებიც.

"თავისუფალი საქართველო" არ აპირებს ლანძღვაში კონკურენტებთან შეჯიბრებას. ყველანი საკადრის პასუხს 27 აპრილს ნაძალადევის ამომრჩევლისგან მიიღებენ", - აცხადებენ პარტიაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5