როგორი ქალები სურთ მამაკაცებს

პარასკევი, 19 აპრილი, 2013 - 14:58

არსებობს ათასგვარი მითი იმის შესახებ, თუ როგორი ქალები მოსწონთ მამაკაცებს, თუმცა, ასეთი მზა რეცეპტი არ არსებობს, რადგან ყველა ადამიანი, ქალი თუ მამაკაცი, ინდივიდია, განსხვავებული გემოვნება შეხედულება და ა.შ გააჩნიათ. არსებობს რამდენიმე მოსაზრება იმის შესახებ, თუ როგორი ქალები იზიდავენ მათ. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მოსაზრებაა, რომ სადა უმაკიაჟო ნაზი გოგონები მოსწონთ, თუმცა საპირისპირო აზრსაც ამტკიცებენ. გააჩნია, თქვენ სტილს და როგორი შეგიძლიათ საკუთარი თავის წარმოჩენა.

მანიკური - მოსწონთ მოვლილი ხელები ბუნებრივი მანიკურის ფერით. შეიძლება მუქი ფერის ლაქი, რა თქმა უნდა, ზედმეტი ნახატების გარეშე.

ვარცხნილობა - ძირითადად მოსწონთ ბუნებრივი, დატალღული ფერის თმა. შეღებილიც მოსწონთ,  ოღონდ მოვლილი და არა გაუხეშებული და მოუვლელი.

სხეული - მოსწონთ ქალური ფორმებით, არც ძალიან გამხდარი, არც ძალიან მსუქანი, მსუბუქად ნავარჯიშები სხეული.

ტანსაცმელი - ერთმანეთს ეხამებოდეს სამოსის ფერები და სტილი. არ იზიდავთ ზედმეტად ავანგარდული სტილის ჩაცმულობა. მთავარია, სწორად შერჩეული სტილი, რომელიც ქალურ ფორმებს ხაზს უსვამს. არ იფიქროთ, რომ რადგან ბიჭებს სპორტულად აცვიათ,  გოგოებშიც მხოლოდ სპორტულ სტილს ანიჭებდნენ უპირატესობას.

მაკიაჟი - უმეტესად ეცადეთ წაისვათ მსუბუქი მაკიაჟი, თუ წვეულებაზე ან განსაკუთრებულ ადგილზე არ მიდიხართ. ძალიან მუქი ფერის ტუჩსაცხს ნუ გამოიყენებთ.

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6