ბოსტონის აფეთქებაში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი მკვდარია

პარასკევი, 19 აპრილი, 2013 - 14:36

ბოსტონის პოლიციამ განაცხადა, რომ ეჭვმიტანილთა დევნისა და ორმხრივი სროლის შედეგად ერთ-ერთი ეჭვმიტანილი მკვდარია. სროლას ერთი პოლიციელიც შეეწირა, ხოლო მეორემ მძიმე ჭრილობა მიიღო.

სროლა ხუთშაბათს, დაახლოებით, საღამოს 11-ის ნახევარზე, მას შემდეგ დაიწყო, რაც ბოსტონის პოლიციამ ორი ეჭვმიტანილის მიერ მაღაზიის გაძარცვის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. რამდენიმე წუთის შემდეგ ოფიცერი, რომელიც შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა, მოკლეს. ეჭვმიტანილები მოპარული ,,მერსედეს ბენცით“ გაიქცნენ, მაგრამ უოტერტაუნში პოლიციამ მათი პოვნა შეძლო, რასაც ათობით გასროლა მოჰყვა.

დევნის დროს პოლიციელები რაციით გადასცემდნენ, რომ ეჭვმიტანილები ყუმბარებითა და სხვა ასაფეთქებლებით იყვნენ შეიარაღებულები.

ორმხრივი სროლის დროს ერთ-ერთი ეჭვმიტანილი დაიღუპა, მეორე კი გაიქცა. მისი ძებნა ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

მასაჩუსეტსის პოლიციამ უოტერტაუნის მოსახლეობას სოციალური ქსელის, ტვიტერის, საშუალებით მიმართა და ურჩია, კარები ჩაკეტონ და მხოლოდ პოლიციის ოფიცრებს გაუღონ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.44
  • 2.88
  • 3.29
  • 0.04
  • 0.55
  • 1.44