მუნიციპალური განვითარების ფონდი მგფ-ის ბრენდ ბუქის შექმნაზე კონკურსს აცხადებს

პარასკევი, 19 აპრილი, 2013 - 14:20

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი მგფ-ის ბრენდ ბუქის შექმნაზე კონკურსს აცხადებს. როგორც მგფ-ში აცხადებენ, კონკურსში მონაწილეობის მიღება ყველა დაინტერესებულ იურიდიულ და ფიზიკურ პირს შეუძლია.

კონკურსანტი, რომლის ნამუშევარი შეირჩევა, ანაზღაურების სახით, 6 000 ლარს (ყველა სახის გადასახადის ჩათვლით) მიიღებს. მგფ-ი უფლებას იტოვებს, სურვილის შემთხვევაში, შერჩეული ნამუშევრის მოდიფიკაცია მოახდინოს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული შესყიდვა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონით და ამ კანონით დადგენილი კონკურსის წესით არ რეგულირდება

საკონკურსო წინადადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2013 წლის 17 მაისი, 18:00 საათი.

"საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ბრენდ ბუქის შექმნის მიზანს წარმოადგენს ფონდის ჩამოყალიბებული, ინდივიდუალური იდენტიფიკაციის შექმნა, რომელიც მგფ-ის ყოველდღიურ საქმიანობაში იქნება გამოყენებული. კონკურსანტმა უნდა შექმნას და წარმოადგინოს მგფ-ის განახლებული ბრენდი, რომელიც ფონდისთვის მთვარი საკომუნიკაციო მესიჯი გახდება", - აცხადებენ ფონდში.

ბრენდ ბუქი უნდა მოიცავდეს შემდეგს:

ბრენდ ბუქი - ლოგოს დიზაინი და მისი გამოყენების წესები; ლოგოტიპის ძირითადი ვერსია; ლოგოტიპის შავ-თეთრი გამოსახულება; ლოგოტიპის ერთფერიანი ვერსია; ფონის გამოყენების პრინციპები; საფირომო ფერები; შრიფტები;

კორპორატიული სტილის ელემენტები - კორპორატიული ფერი, ფონტი, სავიზიტო ბარათი; კორპორატიული ბლანკი; კონვერტი; კორპორატიული საქაღალდე; E-Mაილ-ის ხელმოწერა; ბეჭედი; ფაქსის წერილი; POჭEღ POINთ პრეზენტაციის დიზაინი (პირველი, შუა და ბოლო გვერდის დიზაინი);

საკომუნიკაციო ელემენტები - სპეცტანსაცმლის ბრენდირების სტილი; ფლაერის სტრუქტურა; ავტოტრანსპორტის ბრენდირება; პრესბანერის ბრენდირება; შტენდერის სტრუქტურა; საწერი კალამი; ფაცებოოკ (ცოვერ/პროფილე პიც) ; ვებ-გვერდის დიზაინი - დიზაინი უნდა შეიქმნას ბრენდ ბუქით დამტკიცებული კორპორატიული სტილის შესაბამისად;

 ლოგოტიპი უნდა ასახავდეს ფონდის აბრევიატურას ორ ენაზე (მგფ - MDF);

 ლოგოს გრაფიკული დიზაინი და ფერები უნდა იყოს კონსერვატიული, მკაფიო და ადვილად დასამახსოვრებელი; გამოყენებულ უნდა იქნას მაქსიმუმ სამი ფერი; არ უნდა არსებობდესფერების გრადაცია;

 წარმოდგენილი უნდა იყოს მინიმუმ სამი განსხვავებული დიზაინი.

ესკიზები CD-ROM-ზე,CჩDR,JPG, PSD და Pფორმატებში უნდა ჩაბარდეს.

ფონდის ბრენდ ბუქის შექმნისას გასათვალისწინებელია მგფ-ის საქმიანობა (www.mdf.ge).

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.18
  • 3.58
  • 0.05
  • 0.68
  • 1.59