ნოდარ ხადური საინვესტიციო კომპანია J.P.Morgan-ისა და სარეიტინგო კომპანია Moody’s-ის წარმომადგენლებს შეხვდა

პარასკევი, 19 აპრილი, 2013 - 12:19

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საინვესტიციო კომპანია J.P.Morgan-ისა და სარეიტინგო კომპანია Moody’s-ის წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეთა შეხვედრის მთავარი თემა საქართველოში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების  მიზნით ახალი ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები იყო.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობისა და იმ დიდი ინტერესის შესახებ, რომელსაც უცხოელი ინვესტორები საქართველოს ადგილობრივი ფასიანი ქაღალდების მიმართ იჩენენ. საუბარი ასევე შეეხო, ლარით დენომინირებული ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებაში მიღწეულ შედეგებსა და ქვეყნის სამომავლო გეგმებს.

"J.P.Morgan-თან ფასიანი ქაღალდების ბაზრის პერსპექტივებზე ვისაუბრეთ,  ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესეო, პერსპექტიული მუშაობა შეიძლება შედგეს ამ მიმართულებით საქართველოში“, - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.

ფინანსთა მინისტრმა სარეიტინგო კომპანიის „Moody’s“-ის ვიცე-პრეზიდენთან, დიეთმარ ჰორნუნგთან შეხვედრისას იმედი გამოთქვა, რომ „Moody’s“-ის სარეიტინგო დასკვნებში ჩვენი ქვეყანაში მიმდინარე დადებით პროცესებს აუცილებლად გაითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.18
  • 3.58
  • 0.05
  • 0.68
  • 1.59