12:00 საათიდან რუსთაველის გამზირზე და მიმდებარე ქუჩებზე ავტომანქანების მოძრაობა შეწყდება

პარასკევი, 19 აპრილი, 2013 - 11:07

რუსთაველის გამზირზე "ნაციონალური მოძრაობის" დღევანდელი აქცისთვის მოსაზადებელი სამუშოები უკვე დასრულებულია. პარლამენტის ყოფილ შენობასთან უსაფრთხოების მიზნით, დილიდან მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

ამ დროისთვის რუსთველის გამზირზე ავტომანქანებით გადაადგილება თავისუფლადაა შესაძლებელი, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, დღის 12:00 საათიდან რუსთველის გამზირზე და რამდენიმე მიმდებარე ქუჩაზე ავტომანქანების მოძრაობა შეწყდება.

"ნაციონალური მორაობის" მხარდამჭერთა შეკრება რუსთაველის გამზირზე 16:00 საათიდან დაიწყება.

უმცირესობის წევრებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ აქციის მთავარი მიზანი იმის დაფიქსირება იქნება, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი ევროპისკენ სწრაფვა უნდა იყოს და ქვეყანა წარსულში არ უნდა დაბრუნდეს.

აქცია დაახლოებით ორ საათის განმავლობაში გაგრძელდება. საპარლამენტო უმცირესობა აქციაზე მხარდამჭერთა დიდ რაოდენობას ელოდება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59