შსს ნაციონალური მოძრაობის ბრალდებებს პასუხობს

ხუთშაბათი, 18 აპრილი, 2013 - 22:03

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან გამოთქმულ ბრალდებებს პასუხობს და აცხადებს, რომ აქტივისტების აქციაზე დასწრებას ხელს არ შეუშლის.

"ჯეონიუსი" გთავაზობთ სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას:

"შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან დღეს გამოთქმული ბრალდებები არ შეესაბამება სიმართლეს. საქართველოს მასშტაბით არც ერთ რაიონში პოლიცია არ ახდენს ზეწოლას „ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებზე და არ აფერხებს 19 აპრილის აქციაზე მათ დასწრებას. ეს არის სიცრუე და აბსურდული ბრალდებები, რომელიც მიზნად ისახავს პოლიციის დისკრედიტაციას და პოლიტიზირებას.

შინაგან საქმეთა მინისტრმა არაერთხელ განაცხადა და კატეგორიულად გააფრთხილა სამინისტროს თანამშრომლები, რათა მათ ხელი არ შეუშალონ 19 აპრილის აქციის მზადებას და არ ჩაერთონ პოლიტიკურ პროცესებში, როგორც ეს წინა წლებში ხდებოდა.

მოვუწოდებთ ყველას, მათ შორის, ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომ თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისგან და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან", - ნათქვამია განცხადებაში.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.44
  • 2.88
  • 3.29
  • 0.04
  • 0.55
  • 1.44