საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ხუთშაბათი, 18 აპრილი, 2013 - 23:25

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ტენდერში კომპანია Foodline Georgia-ის გამარჯვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს. "ჯეონიუსი" გთავაზობთ განცხადების ტექსტს:

"18 აპრილს გავრცელდა არასწორი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ 34 მილიონ ლარიან ტენდერში კომპანია “Foodline Georgia”-მ გაიმარჯვა. ეს ტენდერი ჯერ არ დასრულებულა და გამარჯვებული გამოვლენილი არ არის, თუმცა აღნიშნული კომპანია, მოთხოვნილი საბუთების დაგვიანებით წარმოდგენის გამო, 17 აპრილს მოიხსნა ტენდერიდან.

წერილი დისკვალიფიკაციის შესახებ და ზოგადად, ამ და თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე ყველა სხვა ღია ტენდერთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია, განთავსებულია კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე.

რაც შეხება მეორე ტენდერს, რომელიც ეხება კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონების კვებას, კომპანია „Foodline Georgia“, დღეის მონაცემებით, მეორე ეტაპზეა გადასული და მოეთხოვება დაზუსტებული დოკუმენტაციის 19 აპრილამდე წარმოდგენა", - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.04
  • 3.44
  • 0.04
  • 0.65
  • 1.46