DVV International- ის პროექტის ფარგლებში ახალგაზრდულმა კლუბებმა აქცია გამართეს

ხუთშაბათი, 18 აპრილი, 2013 - 21:28

პროექტის SOS Culture-ის ფარგლებში კოდის, შაუმიანის, ბოლნისისა და დმანისის ახალგაზრდულმა კლუბებმა რუსთაველის, თავისუფლებისა და მარჯანიშვილის მეტროსადგურებთან აქცია გამართეს. ორგანიზატორები აცხადებენ, რომ აქცია შეხსენებით ხასიათს ატარებდა.

„ჩვენ შევახსენეთ მოსახლეობას, რომ არსებობს კულტურული ძეგლები, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობა და სიმდიდრე. აღნიშნული ძეგლები ყველა ჩვენგანის საკუთრებაა, რომელსაც უნდა მოვუფრთხილდეთ და მოვუაროთ“ - აღნიშნა „ჯეონიუსთან“ საუბარში „DVV International” - ის პროექტის „SOS -გადავარჩინოთ კულტურის“ კოორდინატორმა, გიორგი ჯიქიამ.

აქციაში მონაწილე კლუბების წევრებმა მოსახლეობას დაურიგეს რუკები, სადაც დატანებულია მიტოვებული და დანგრეული ძეგლები. ასევე, ქვემო ქართლის ტერიტორიაზე არსებული სხვა ღირსშესანიშნავი ადგილები.

ოთხი კლუბის მონაწილე ახალგაზრდებმა თბილისში, რუსთაველის, თავისუფლებისა და მარჯანიშვილის მეტროებთან აქცია გამართეს. მათ დაარიგეს რუკები, რომელიც ამ ბავშვების მონაწილეობით შემუშავდა და ჩვენს მხარდამჭერ ტურისტულ ორგანიზაცია „Georgian Wonders” - თან ერთად, ჩვენი პარტნიორების მიერ პროფესიულ დონეზე მომზადდა“ - აღნიშნა გიორგი ჯიქიამ. კლუბების წევრებმა აქციის ბოლოს ცაში ბუშტები წარწერით „SOS Culture” გაუშვეს, რის შემდეგაც მსვლელობა ეროვნული მუზეუმისკენ გააგრძელეს, სადაც მათ კულტურული მემკვიდრეობის ღირსშესანიშნაობები და სხვადასხვა ქვეყნიდან შემოტანილი ექსპონატები დაათვალიერეს.

ცნობისთვის, პროექტი „SOS-გადავარჩინოთ კულტურა” ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და მიზნად ისახავს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, მიტოვებული, მივიწყებული, ცუდ მდგომარეობაში მყოფი ძეგლების აღწერას, რეგისტრაციას, მოვლა-პატრონობას და მოსახლეობის ინფორმირებულობას ამ კუთხით. პროექტი 2012 წლის იანვარში დაიწყო. “DVV International“-ი აღნიშნული პროექტის განხორციელებაში წამყვან სააგენტოსთან-ბუნების და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდთან და არასამთავრობო ორგანიზაცია სომხური არქიტექტურის კვლევასთან ერთად მონაწილეობს.

 

მარიამ ჯავახიშვილი

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.65
  • 1.45