“საზოგადოებრივი ინიციატივა“ 19 აპრილს დაგეგმილ აქციას უერთდება

ხუთშაბათი, 18 აპრილი, 2013 - 20:46

არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია “საზოგადოებრივი ინიციატივა“ 19 აპრილს დაგეგმილ აქციას უერთდება.  როგორც კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, კოალიცია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ კურსს და ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაცაში გაწევრიანების სურვილს.

"კოალიციის თითოეული წევრისთვის მიუღებელია კრემლისთვის მაამებელი პოლიტიკის გატარება საქართველოში, განსაკუთრებით იმ ვითარებაში, როდესაც ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. მსგავს ვითარებაში არ უნდა ხდებოდეს ოკუპაციის კანონის შერბილება მოწინააღმდეგის სასარგებლოდ. ასევე, მიუღებლად მიგვაჩნია 2008 წლის ომის ხელახალი გამოძიების დაწყება და მასში ქართული მხარის დადანაშაულების მცდელობა.

ჩვენ ვგმობთ ძალადობას და მოძალადეთა მიმართ დაუსჯელობის სინდრომს. კერძოდ, პოლიციის აკადემიის პრორექტორის ლუკა კურტანიძის მიერ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის მიმართ, რომლის გამოძიებაც პროკურატურის მიერ შეწყდა.

ასევე მიუღებლად მიგვაჩნია, პოლიტიკური ნიშნით ადამიანების სამსახურებიდან გათავისუფლება, სასწავლო დაწესებულებისათვის აკრედიტაციის შეჩერება და სხვა მსგავსი ფაქტები, რომელსაც მოქმედი ხელისუფლება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ აბრალებდა დღეს თავად არის ამ ყველაფრის ინიციატორი.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ევროპული არჩევანი ნიშნავს დემოკრატიული პრინციპების დაცვას, რაც დღეს დარღვეულია.

კოალიცია „საზოგადოებრივი ინიციატივა“ კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ გვსურს ერთიან და ძლიერ საქართველოში ცხოვრება. გვსურს ურთიერთობის გამყარება ევროპასთან და არა წარსულში დაბრუნება, რუსეთზე დამოკიდებულ საქართველოში", - ნათქვამია კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.18
  • 3.58
  • 0.05
  • 0.68
  • 1.59