ევროპაში საქართველოს პრემიერ-მინისტრს დიდი ინტერესით ელიან - თედო ჯაფარიძე

ხუთშაბათი, 18 აპრილი, 2013 - 15:42

“ევროპაში დიდია ინტერესი საქართველოსადმი და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისადმი. უაღრესად დიდ ინტერესს იწვევს უშუალოდ პრემიერ-მინისტრის პიროვნება, მისი პოლიტიკური შეხედულებები, სწორედ ამიტომ მომავალ კვირას მოუთმენლად ელიან ევროპის  საბჭოში მის პირველ გამოსვლას და არა მხოლოდ იქ, ასევე დიდი ინტერესია ევროპარლამენტში, კერძოდ, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის მხრიდან”, - აცხადებს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, რომელმაც ევროპარლამენტში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად 4 დღიანი სამუშაო ვიზიტი დაასრულა.

აღსანიშნავია, 21-24 აპრილს ქალაქ სტრასბურგში გაიმართება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი. პრემიერი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას სიტყვით მიმართავს. საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე პრემიერის დელეგაციას შეუერთდებიან, თედო ჯაფარიძე - ევროპის საბჭოში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელის რანგში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59