ევროპის სახალხო პარტია საქართველოს მეგობარია - ვიქტორ დოლიძე

ხუთშაბათი, 18 აპრილი, 2013 - 15:56

სტრასბურგში საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ვიქტორ დოლიძისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, თედო ჯაფარიძის 4-დღიანი სამუშაო ვიზიტი დასრულდა.

ქართველმა პოლიტიკოსებმა შეხვედრები გამართეს ევროპარლამენტში არსებული ყველა წამყვანი პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებთან: ევროპარლამენტის ვიცე პრეზიდენტ იაცეკ პროტასევიჩთან; ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თამვჯდომარე კრისტიან ვიგენინთან და თავმჯდომარის მოადგილე იაცეკ სარიუშ-ვოლსკისთან; ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარის მოადგილე გუნარ ჰოკმარკთან; კრისტიან კარინსთან; ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიის დელეგაციის ხელმძღვანელ მილან ცაბრნოხთან; ევროპის ლიბერალ დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტ სერ გრაჰამ ვატსონთან და სხვა.

 “ორმხირივმა შეხვედრებმა, რომელთა დიდი ნაწილი ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლებს დაეთმო, ცხადყო რომ ევროპის სახალხო პარტია არის საქართველოს და არა რომელიმე პარტიის მეგობარი, იგი დაინტერესებულია, რომ საქართველოს სახით ევროპას ჰყავდეს სტაბილური, საიმედო, პროგნოზირებადი პარტნიორი. შეხვედრებზე აღინიშნა, რომ ევროპარლამენტი მხარს უჭერს საქართველოსთან ასოცირების შესახებ შეთანხმების რაც შეიძლება დროულად გაფორმებას. ამასთანავე აღინიშნა, რომ ზოგჯერ ევროპელი პარტნიორების მხრიდან წამოსული კრიტიკა ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს-რომ საქართველო იყოს ევროპული ღირებულებების ერთგული ქვეყანა”, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

პოლიტიკოსების განცხადებით, შეხვედრებმა ცხადყო რომ ევროპელ კოლეგებთან საჭიროა ინფორმაციის რეგულალური გაცვლა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61