ვაჟა კირტავამ კახეთის რეგიონში სამელიორაციო სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

ხუთშაბათი, 18 აპრილი, 2013 - 16:30

დღეს, საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის დირექტორმა, ვაჟა კირტავამ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფ. მატანში „მატანის გვირაბზე“ დასრულებული სამუშოები და სოფ. ფშაველსა და ლალისყურში მიმდინარე   „ნაურდლის სარწყავი სისტემის“ შიდა სამეურნეო ქსელის სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა.

გვირაბი, რომელშიც ზემო ალაზნის სარწყავი სისტემა გადის, ჩამონგრეული კედელი რკინა-ბეტონით მოპირკეთდა და ნატანი, ქვა-ღორღისგან გაიწმინდა, შედეგად ახმეტის, თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტის 35 სოფლის, 20 ათასამდე ჰა სასოფლო სამეურნეო მიწის ფართობი იქნება სარწყავი წყლით უზრუნველყოფილი

ზემო ალაზნის სარწყავი სისტემა სათავეს სოფელ დუისში იღებს. მაგისტრალური არხის სიგრძე 78 კმ-ია .

ნაურდლის სარწყავი სისტემა სათავეს მდ. სტორში იღებს, მისი სიგრძე 11 კმ-ია. მისი სრულად რეაბილიტაციის შემდეგ, ახმეტის მუნიციპალიტეტის 7 სოფლის 5200 ჰა სასოფლო-სამეურნეო სავარგული იქნება წყალუზრუნველყოფილი.

„სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს მთელ ქვეყანაში საირიგაციო სისტემების ფუნქციონირების გაუმჯობესება წარმოადგენს. საქართველოში საირიგაციო სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოები 3 ათეული წელია არ ჩატარებულა, რის შედეგადაც მწყობრიდან გამოსულია სარწყავი არხები, რაც პირდაპირ უკავშირდება სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების არაეფექტურად მიმდინარეობას. აღმოსავლეთ საქართველოში მოსავლიანობის ძირითადი შემაფერხებელი ფაქტორი წყლის დეფიციტია. ამ მასშტაბის სამუშაოების ჩატარება კი პრობლემას გადაწყვეტს, რაც მომავალი წლისთვის მოსავლიანობის გაზრდას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.“- აცხადებს საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის დირექტორი ვაჟა კირტავა.

საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანია აქტიურად განაგრძობს სარწყავი სისტემების რეაბილიტაციას. ამ დროისათვის, მთელი საქართველოს მასშტაბით ერთროულად 30 ობიექტზე მიმდინარეობს რეაბილიტაცია, ხოლო 25 არხზე უკვე დასრულდა წმენდითი სამუშაოები.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59