საჯარო რეესტრის თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად სისხლი გაიღეს

ხუთშაბათი, 18 აპრილი, 2013 - 15:20

დღეს  საჯარო რეესტრის თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად სისხლი გაიღეს. დროის დაზოგვის მიზნით, იაშვილის კლინიკის სისხლის ბანკის ბრიგადა საჯარო რეესტრის თანამშრომლებს თბილისის იუსტიციის სახლში ეწვია და ადგილზე მუშაობდა. სისხლის გაღების მსურველებს უფასოდ ჩაუტარდათ აუცილებელი გამოკვლევები.

საჯარო რეესტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის სამსახურის ინფორმაციით, სააგენტო ყოველთვის აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა საქველმოქმედო აქციებში. რეესტრის თანამშრომლები მუდმივად გამოთქვამდნენ მსგავს პროექტებში მონაწილეობის მიღების სურვილს და მზადყოფნას. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო აფინანსებს ლეიკემიით დაავადებული ბავშვების მკურნალობას, დღეს საჯარო რეესტრის თანამშრომლებმა თავისი წვლილი შეიტანეს ამ დაავადების დაძლევასა და პატარების სიცოცხლის გადარჩენაში.

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საქართველოში 0-დან 18 წლამდე ასაკში ყოველწლიურად ლეიკემიის 40 ახალი შემთხევა ფიქსირდება. ბავშვების მკურნალობისათვის ძირითადად ქიმიოთერაპიის რამდენიმე კურსია საჭირო, შესაბამისად პაციენტთა კლინიკაში დაყოვნების პერიოდი 9 თვეს მოიცავს. ქიმიოთერაპიის კურსის შემდგომ თითქმის ყველა შემთხვევაში საჭირო ხდება სისხლის გადასხმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.56
  • 3.1
  • 3.49
  • 0.05
  • 0.68
  • 1.51