კახა კალაძე ენერგეტიკის მიმართულებით, ევროკომისიისა და „ენერგეტიკული გაერთიანების“ წარმომადგენლებს შეხვდა

ხუთშაბათი, 18 აპრილი, 2013 - 18:08

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი კახა კალაძე ევროკავშირის წარმომადგენელს საქართველოში ფილიპ დიმიტროვს, ასევე ენერგეტიკის მიმართულებით, ევროპის კომისიის გენერალური დირექტორის მოადგილეს ფაბრიციო ბარბოსას დ ა ორგანიზაცია „ენერგეტიკული გაერთიანების“ გენერალურ დირექტორს ჯენეზ კოპაჩს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს აღნიშნულ ორგანიზაციასში ინტეგრაციის პერსპექტივები განიხილეს და სამომავლო ურთიერთობებზე შეთანხმდნენ.

მინისტრმა შეხვედრზე აღნიშნა, რომ საქართველოსათვის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანება მნიშვნელოვანია და ქვეყნის განვითარების ქვაკუთხედი სწორედ ევროკავშირში ინტეგრაციას წარმოადგენს.

ორგანიზაცია „ენერგეტიკული გაერთიანებას“ (Energy Community) მიზანია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში გამჭვირვალე და კონკურენტუნარიანი რეგიონალური ენერგეტიკული ბაზრის შექმნა, რომელიც ევროკავშირის დირექტივებისა და ენერგეტიკული გაერთიანების ქარტიის პრინციპებს ეფუძნება და მისი საბოლოო მიზანი ევროკავშირის ენერგეტიკულ ბაზართან ეფექტიანი ინტეგრაცია წარმოადგენს.

საქართველომ მიმდინარე წლის დასაწყისში გაწევრიანების მოთხოვნით მიმართა ორგანიზაცია „ენერგეტიკულ გაერთიანებას“. ორგანიზაციაში გაწევრიანება დადებითად იმოქმედებს საქართველოს საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების კუთხით, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს დარგში ინვესტიციების მოზიდვას.

„ენერგეტიკული გაერთიანების“ ერთ-ერთი პრიორიტეტია განახლებადი, სუფთა ენერგეტიკული წყაროების ათვისებაზე მუშაობა, რაც სრულ შესაბამისობაშია საქართველოს ინტერესებთან. საქართველოს, როგორც სუფთა ენერგიის მწარმოებელს, მიეცემა საშუალება თურქეთის მეშვეობით ელექტროენერგიით ევროპის ქვეყნებთან ივაჭროს და დაამყაროს ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6