რა მეთოდებითაც თვითონ იბრძოდნენ, ჰგონიათ, რომ იგივე მეთოდს ვინმე იყენებს - მანანა კობახიძე

ხუთშაბათი, 18 აპრილი, 2013 - 19:47

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მანანა კობახიძის თქმით, უმცირესობის წარმომადგენელი გოკა გაბაშვილი რასაც ავრცელებს, სიცრუეა. როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერი აცხადებს, გაბაშვილი სრულ სიცრუეს ამბობს, როცა მათი აქტივისტების  ტოტალურ დაშინებაზე საუბრობს. 

„ეს არის სრული სიცრუე, რასაც გაბაშვილი ავრცელებს. რატომღაც გაახსენდა სწორედ ის, რაც ჩვენსა და ჩვენი მხარდამჭერების მისამართით არჩევნებამდე ხდებოდა. ზუსტად ასე იქცეოდა "ნაციონალური მოძრაობა" და მაშინდელი პოლიცია. რა მეთოდებითაც თვითონ იბრძოდნენ, ჰგონიათ, რომ იგივე მეთოდს ვინმე იყენებს. არავინ არავის არ უკრძალავს მშვიდობიან მანიფესტაციაში მონაწილობის მიღებას. პირიქით, ბატონმა ღარიბაშვილმა ამის შესახებ ისაუბრა მედიასთნ, რომ ყველა ზომას მიიღებს პოლიცია, აქციაზე მისული ადამიანების უფლებების დასაცავად“, - განაცხადა მანანა კობახიძემ.

მისივე თქმით,  „ნაციონალური მოძრაობა“ სრულ ისტერიაშია მას შემდეგ ჩავარდა, რაც გაჟღერდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რაში ხარჯავენ პრეზიდენტი, ქალაქის მერი, თუ დეპუტატები ამომრჩევლების ფულს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.69
  • 3.17
  • 3.57
  • 0.05
  • 0.69
  • 1.58