ლატვიელი დირიჟორი საქართველოს სამხედრო ორკესტრს მასტერკლასს უტარებს

ხუთშაბათი, 18 აპრილი, 2013 - 19:49

საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო საჩვენებელ ორკესტრს ლატვიის შეიარაღებული ძალების ეროვნული ორკესტრის მთავარი დირიჟორი, ვიცე-პოლკოვნიკი დაინის ვუშკანსი მასტერკლასს უტარებს. ლატვიელი მუსიკოსი საქართველოს სამხედრო ორკესტრს ერთი კვირის განმავლობაში საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებს.

 მუსიკოსები სპეციალურად სამხედრო ორკესტრისათვის შექმნილი ბრიტანელი კომპოზიტორის გუსტავ ჰოლსტის „მეორე სიუიტა“-სა და ლატვიელი კომპოზიტორის აივარს კრუმინსის „რეტრო“-ზე მუშაობენ.

ლატვიის სამხედრო ორკესტრი ქართველ სამხედრო მუსიკოსებთან გასული წლიდან თანამშრომლობს და მას საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმში აქვს მონაწილეობა მიღებული.

საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო საჩვენებელი ორკესტრი 1991 წელს შეიქმნა და 50 მუსიკოსისაგან შედგება. სამხედრო ორკესტრს 2008-2009 წლებში უკრაინის ქალაქ სუმში, სასულიერო ორკესტრების ფესტივალზე მინიჭებული აქვს ლაურეატის წოდება. ორკესტრი 2014-2015 წლებში ბელგიაში, ქალაქ მონსში დაგეგმილ ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო ორკესტრების კონცერტებზეა მიწვეული.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.04
  • 3.44
  • 0.04
  • 0.65
  • 1.46