ბანგკოკში ყოფილ პოლიციელ ქალს 1860 წელი მიუსაჯეს

ხუთშაბათი, 18 აპრილი, 2013 - 19:42

ტაილანდში პოლიციის ყოფილ თანამშრომელ ქალს ჩანხტიმა პეტჩტხანორმს 1 860-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, - იტყობინება Bangkok Post-ი. გადაწყვეტილება 17 აპრილს ბანგკოკის სისხლის სამართლის სასამართლომ მიიღო.

პატიმრობის ვადის ასეთი ხანგრძლივობის მიზეზი, 44 წლის პოლიციელის მიერ ჩადენილი სხვადასხვა დანაშაულებებია, რომელთა ვადებიც შეჯამდა. გარდა ამისა, დაზარალებულებს კომპენსაცია უნდა გადაუხადოს.

გამომძიებლების თქმით, 1994 წლის ოქტომბრიდან 1998 წლის ივნისამდე ქალმა 372-ჯერ გააყალბა ხელმოწერა. მან უკანონოდ აიღო 395,000 ბატი. ამ პერიოდში ის მუშაობდა პოლიციის ფინანსურ დეპარტამენტში.

თითოეულ გაყალბებულ ხელმოწერაზე მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ყოფილი პოლიციელი ქალი დღემდე არ აღიარებს დანაშაულს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6