დღემდე მეგონა, რომ ახალ წელს ავღანეთში შევხვდი - გოგა ხაჩიძე

ხუთშაბათი, 18 აპრილი, 2013 - 19:04

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგო ხაჩიძე ირინა იმერლიშვილის მიერ გუშინ გამოქვეყნებულ მაასალებს, რომელშიც საპარლამენტო უმცირესობის წევრებისა და პრეზიდენტის მიერ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტიდან  თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე იყო საუბარი, facebook - ის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა.

"დღემდე მეგონა, რომ ახალ წელს ავღანეთში შევხვდი, ბაზა "შუკვანზე", ქართველ ჯარისკაცებთან ერთად...

რა ვიცი, ავღანეთს გავდა, სამხედრო ბაზაზე ვიყავით, ჯარისკაცები იყვნენ, სროლებიც იყო, ახალი წელიც დადგა, ბიჭებსაც მივულოცეთ, სადღეგრძელოც დავლიეთ, ჯარისკაცებს საჩუქრებიც ჩავუტანეთ...

ახლა "გავარკვიე", რომ ახალ წელს დუბაიში შევხვედრივარ... :) " - წერს გოგა ხაჩიძე facebook - ზე.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირინა იმერლიშვილმა პარლამენტის სესიაზე პროკურატურის გამოძიების დოკუმენტები გაასაჯაროვა. იმერლიშვილის თქმით, დოკუმენტაციის მიხედვით, რომელიც პროკურატურამ გადასცა, ყოფილი პარლამენტარები და საპარლამენტო უმცირესობის წევრები მარიამ საჯაია, დავით დარჩიაშვილი, დავით საყვარელიძე, გოგა ხაჩიძე, კობა ხაბაზი, ალანა გაგლოევა, ზურაბ ჭიაბერაშვილი, გიორგი ღვინიაშვილი, ნუგზარ წიკლაური, სერგო რატიანი, 2013 წელს პრეზიდენტთან ერთად დუბაიში შეხვდნენ, რომელზეც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტიდან 240 000 ლარი დაიხარჯა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.84
  • 3.23
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45