ხელისუფლება არალოგიკურად შეშინებულია - გიორგი გაბაშვილი

ხუთშაბათი, 18 აპრილი, 2013 - 19:00

სასაცილოა, რომ ხვალ უნდა ჩაატარონ მაინცდამაინც დასავლეთ-აღმოსავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 85-ე კილომეტრზე ე.წ. ხიდის ტესტი, ეს ყველაფერი მიუთითებს მხოლოდ იმაზე, რომ ხელისუფლება არის არალოგიკურად შეშინებული, - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ გიორგი გაბაშვილმა ცოტა ხნის წინ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

გაბაშვილის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" საქართველოს რეგიონებიდან მხარდამჭერთა დაშინების შესახებ ყოველ ნახევრარ საათში ერთხელ იღებს ინფორმაციას.

გაბაშვილმა რამდენიმე რეგიონში, მათ შორის სამცხე-ჯავახეთში, შიდა ქართლში, კახეთში, გურიაში, აჭარაში, იმერეთში, სამეგრელოსა და რაჭაში დაფიქსირებულ დაშინების ფაქტებზე ისაუბრა და აღნიშნა რომ აღნიშნულ რეგიონებში მმართველი ძალა "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერთა დაშინებით არის დაკავებული.

გოკა გაბაშვილმა დღეს კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ხვალინდელი აქცია მშვიდობიანია და ამ "მშვიდობიანი აქციის წინაშე ხელისუფლება სრულ ისტერიკაშია".

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.86
  • 3.26
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45