საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე რაულ ქირია დააკავა

ხუთშაბათი, 18 აპრილი, 2013 - 18:51

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე, დააკავეს საჯარო მოხელე რაულ ქირია, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩევლის თანამდებობას იკავებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ რაულ ქირიამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში დასაქმების სანაცვლოდ, ერთ-ერთ მოქალაქეს ქრთამის სახით, 3 000 აშშ დოლარი გამოართვა.

მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6