მსჯავრდებულებისთვის წიგნების შეგროვება იწყება

ხუთშაბათი, 18 აპრილი, 2013 - 18:25

ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფის ორგანიზებითა და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კრიმინოლოგიის ინსტიტუტის ხელისშეწყობთ,  იწყება საქველმოქმედო აქცია „წიგნები მსჯავრდებულებს“.

 

პროექტის ფარგლებში იგეგმება ნებისმიერი ხასიათის წიგნების შეგროვება და სასჯელაღსრულების დაწესებულებების ბიბლიოთეკებისათვის გადაცემა.

მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია ყველაზე ეფექტურად ჰუმანური მიდგომით მიიღწევა. მსჯავრდებულებს ციხის პირობებში უნდა მიეცეთ ინტელექტუალური განვითარების, განათლების მიღებისა და თავისუფალი დროის ნაყოფიერად გატარების საშუალება. გაიღეთ წიგნები მათთვის ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. ნებისმიერი სახის ლიტერატურა იქნება ის სხვადასხვა ენოვანი, მხატვრული თუ პროფესიული ხასიათის შეგიძლიათ მოიტანოთ ქვემოთ მითითებულ მისამართებზე და ჩვენ უზრუნველყოფთ მათ მსჯავრდებულებისათვის გადაცემას.

ქველმოქმედებაში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ პირს, ვისაც სურს თანადგომა აგრძნობინოს მსჯავრდებულს.

წიგნების მოტანა შესაძლებელია შემდეგ მისამართებზე:

 თბილისი – ჭავჭავაძის გამზირი N 3 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსი 131–ე და 132–ე ოთახი.

ქ. ქუთაისი, Campus Lions Club Kutaisi - წერეთლის ქ. N 67 და აკაკი წერეთლის სახლმწიფო უნივერსიტეტი - თამარ-მეფის ქ. N 56

წიგნების შეგროვება შესაძლებელია უნივერსიტეტის თვიმმართველობების ოთახებშიც,რომლებიც უზრუნველყოფენ წიგნების ჩვენთვის გადმოცემას:

1. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

2. საქართველოს უნივერსიტეტი

3. საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი

4. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

5. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

6. საქართველოს დ. აღმაშენებლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

7. თბილისის სამხატვრო აკადემია

8. წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი (SANGU)

9. გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი.

10. თსუ, ბიოლოგების კორპუსი (306-ე აუდიტ)

წიგნების შეგროვება მოხდება 2013 წლის 15 მაისამდე.

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.65
  • 1.45