ორი სამხედრო პოლიციელი უკვე დაკავებულია

ხუთშაბათი, 18 აპრილი, 2013 - 18:28

აჭარის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის გიორგი თორდიას ინფორმაციით, ციხისძირის ინციდენტის მონაწილე ორი სამხედრო პოლიციელი უკვე დაკავებულია. მესამე ბრალდებულის მიმართ სამძებრო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს, - ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. 

ჯერჯერობით უცნობია, რა მუხლებით წაუყენებენ ბრალს სამხედრო პოლიციელებს.

შეგახსენებთ, რომ 14 აპრილს ციხისძირში სამხედრო პოლიციის თანამშრომლებმა ადგილობრივ მოსახლეობას რელიგიურ ნიადაგზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. სენაკის სამხედრო პოლიციის უფროსი თავდაცვის სამინისტრომ შეიარაღებული ძალების რიგებიდან იმავე დღეს დაითხოვა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6