გუანტანამოს ციხეში მოშიმშილე პატიმრებს იძულებით კვებავენ

ხუთშაბათი, 18 აპრილი, 2013 - 18:08

აშშ-ს დახურულ ციხე გუანტანამოში 52-მა პატიმარმა შიმშილობა გამოაცხადა. როგორც აშშ-ს საზღვაო-სამხედრო ძალების კაპიტანი რობერტ დიურანდი იტყობინება, გასული 24 საათის განმავლობაში მოშიმშილეებს კიდევ 7 ადამიანი შეუერთდა.

კაპიტნის განცხადებით, 15 მოშიმშილის დაკარგული წონა უკვე სასიკვდილოა და მათ იძულებით კვებავენ. სამი მათგანი გადაყვანილია საავადმყოფოში.

ციხის შიდაწესების თანახმად, პატიმარი ოფიციალურად მოშიმშილედ ითვლება მას შემდეგ, რაც ის ზედიზედ 9 სადილზე ამბობს უარს.

გუანტანამოს ციხეში შიმშილობა 6 თებერვალს დაიწყო. მოშიმშილეთა ადვოკატების განცხადებით, გაფიცვას წინ უძღოდა დაკავებულების პირადი ნივთების, იურიდიული მიმოწერის, ნათესავების წერილებისა და ფოტოების კონფისკაცია. ასევე, სეამოწმეს, ჰქონდათ თუ არა  ყურანი, რაც აკრძალულ ნივთად ითვლება.

ბოლო კვირის განმავლობაში რამდენჯერმე მოხდა შეტაკება პატიმრებს და დაცვას შორის. რამდენიმე პატიმარმა თავიანთი ტანსაცმლით დაფარა სამეთვალყურეო კამერები და ამის შემდეგ დაიწყეს შეტაკება დაცვასთან, რომლებმაც პატიმრების დასამშვიდებლად ჰაერში  გახსნეს ცეცხლი. სერიოზული დაზიანებები არც პატიმრებს და არც დაცვის წევრებს არ მიუღიათ.

ამ დროისთვის გუანტანამოს ციხეში სასჯელს 166 ადამიანი იხდის. 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.65
  • 1.45