თბილისის მერიის ინიციატივით, სკვერებსა და პარკებში ყოველ შაბათს კონცერტები გაიმართება

ხუთშაბათი, 18 აპრილი, 2013 - 17:54

თბილისის მერიის ინიციატივით, 27 აპრილიდან ყოველ შაბათს, თბილისის სხვადასხვა დასასვენებელ პარკებში გასართობი კონცერტები გაიმართება. აღნიშნულ პროექტს თბილისის მერია უკვე 3 წელია, ყოველ გაზაფხულზე ახორციელებს.

 

კონცერტებში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის “ბიგ ბენდი", გიორგი სუხიტაშვილი, ზაურ შავგულიძე, თაკო გაჩეჩილაძე, მარიკო ებრალიძე, ალეკო ბერძენიშვილი, სოფო ბედიაშვილი, მაია ბარათაშვილი, მარიამ პავლიაშვილი და ბორის ბედია.

პროგრამა:

მუშტაიდის პარკი - 27 აპრილი 15:00

ალექსანდროვის ბაღი -11 მაისი 15:00

რიყის პარკი - 18 მაისი 15:00

დედაენის ბაღი - 25 მაისი 15:00

გლდანის პარკი -1 ივნისი 15:00

ვერის ბაღი - 8 ივნისი 15:00

მზიური -15 ივნისი 15:00

მთაწმინდის პარკი - 23 ივნისი 15:00

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.18
  • 3.58
  • 0.05
  • 0.68
  • 1.59