ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში მედიატური მოეწყო

ხუთშაბათი, 18 აპრილი, 2013 - 17:06

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში დღეს მიღება გაიმართა. აკადემიის ხელმძღვანელობა მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და აკადემიაში მიმდინარე რეფორმებისა და ახალი პროგრამების შესახებ ინფორმაცია გააცნო. აკადემიის რექტორმა ზურაბ აგლაძემ ეროვნული აკადემის მისიის შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა და აღნიშნა, რომ სწავლების პროცესში სამხედრო განათლებასთან ერთად, პრიორიტეტი აკადემიის მსმენელთა სამოქალაქო განათლებასაც მიენიჭება. ამ მიზნით 2013- 2014 სასწავლო წლიდან აკადემიაში ამჟამად არსებულ 8 საბაკალავრო პროგრამას კიდევ 4 პროგრამა ემატება, რომელთა აკრედიტაციის პროცესი უკვე მიმდინარეობს - ესენია, მენეჯმენტი, ინჟინერია, თავდაცვა და უსაფრთხოება და საჯარო მმართველობა.

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში საბუთების მიღება 29 აპრილიდან იწყება. აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე სამედიცინო შემოწმებას გაივლიან და ფიზიკურ ტესტს ჩააბარებენ. აკადემია წელსაც 180 მსმენელს მიიღებს, რომელთაგან შიდა დავალებების შესრულების შემდეგ აკადემიაში სწავლას საუკეთესო შედეგის მქონე 150 მსმენელი გააგრძელებს.

აკადემიაში სწავლასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ფარავს. გარდა ამისა, წარჩინებული მსმენელები 50-დან 200 ლარამდე სტიპენდიას მიიღებენ.

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის მიზანი აკადემიის საბაკალავრო პროგრამებზე მისაღები გამოცდების, მიღების ვადებისა და პირობების საკითხების განხილვა იყო.

                                                                                                       მირანდა ჭარხალაშვილი

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.56
  • 3.1
  • 3.49
  • 0.05
  • 0.68
  • 1.51