თბილისის მერია ჩეხეთში ვიზიტს 19 აპრილს დაგეგმილ აქციას არ უკავშირებს

ხუთშაბათი, 18 აპრილი, 2013 - 17:08

თბილისის მერია მედია საშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც აქციის შემდგომ რამდენიმე პირის  საქართველოს გაურკვეველი ვადით დატოვებას ეხება, განცხადებით პასუხობს. "ჯეონიუსი" გთავაზობთ მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებას:

"22-24 აპრილს ჩეხეთის დედაქალაქი პრაღა, თბილისის დღეებს მასპინძლობს. ოფიციალურ დელეგაციას თბილისის მერი გიგი უგულავა ხელმძღვანელობს. აღნიშნულის შესახებ, დღეს მედია საშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას ცრუ ინტერპერტაცია მოჰყვა. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ თბილისის დელეგაციის ვიზიტი პრაღაში საერთაშორისო კულტურული ღონისძიების ნაწილია, იმართება ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე, არ გააჩნია რაიმე პოლიტიკური დატვირთვა და არანაირად არ უკავშირდება 19 აპრილს დაგეგმილ აქციას.

„თბილისი დღეები“ მიზნად ისახავს ჩვენი დედაქალაქის პოპულარიზაციას. დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული ღონისძიება, რათა ჩეხეთის მოქალაქეებმა უკეთ გაიცნონ თბილისი, მისი ისტორია და უნიკალური კულტურა. „თბილისი დღეების“ პროგრამაში შედის ანსამბლ «ქართული ხმებისა» და ევგენი მიქელაძის სახელობის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის კონცერტები; «თითების თეატრის» ორი სპექტაკლი; მუნიციპალური მუზეუმების თემატური გამოფენა პრაღის მუნიციპალურ მუზეუმში; ასევე ძველი თბილისის რეაბილიტაციის ამსახველ ფოტო–გამოფენა, რომელსაც პრაღის მერია უმასპინძლებს.

 ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, თბილისის მერი გიგი უგულავა პრაღის მერს ბოგუსლავ სვობოდას შეხვდება. შეხვედრაზე მერები ჩეხეთისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და გაცვლით პროგრამებზე ისაუბრებენ. შეხვედრის შემდეგ, პრაღის მერის ინიციატივით ოფიციალური მიღება გაიმართება.

 თბილისის დელეგაცია პრაღიდან 25 აპრილს დაბრუნდება", - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.53
  • 2.91
  • 3.24
  • 0.04
  • 0.43
  • 1.49