არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ქუთაისში ნაცმოძრაობის წევრებს ემუქრებიან

ხუთშაბათი, 18 აპრილი, 2013 - 16:54

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ქუთაისში "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს ემუქრებიან, - ამის შესახებ განცხადება ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „მაჟორიტარების“ ხელმძღვანელმა დავით გოგისვანიძემ გააკეთა.

მისივე თქმით,  ვისაც როგორ უნდა ისე მოიქცევა და ვისთანაც უნდა, იქ იქნება,  თუმცა იქვე დაამატა, რომ არავის არა აქვს ვინმეს დაშინების უფლება.

დავით გოგისვანიძის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს ეუბნებიან, რომ თუ აქციაზე წავლენ, სამსახურიდან გააგდებენ.

"ეს არის სირცხვილი და მე მგონი, ასეთი რამ საქართველოს და ქუთაისის ისტორიაში პირველად ხდება. მე მოვუწოდებ ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელსა და საკრებულოს თავმჯდომარეს, აღკვეთოს ეს უკანონობა, რომელსაც ზოგიერთი ჩვენი ყოფილი კოლეგა უმაგრებს ზურგს", - აცხადებს დავით გოგისვანიძე

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61