„ნაციონალურმა მოძრაობის“ წევრებმა ქვეყნიდან გასამგზავრებლად ბილეთები დაჯავშნეს

ხუთშაბათი, 18 აპრილი, 2013 - 16:14

ვინ დაჯავშნა 20 აპრილისთვის საქართველოდან გასაქცევი ავიაბილეთები? - ამ სათაურით სტატიას გაზეთი"ალია" აქვეყნებს. გამოცემის ინფორმაციით, 19 აპრილის აქციის შემდეგ "ნაციონალური მოზრაობის" წევრები და მხარდამჭერები გვიან ღამით საქართველოს ტერიტორიას გაურკვეველი ვადით დატოვებენ და პრაღაში გაემგზავრებიან.

გიგი უგულავა, ნიკოლოზ ნაყოფია, სოფო ნიჟარაძე, მამუკა ახვლედიანი, კახა მამულაშვილი, ლელა წურწუმია, ირაკლი დვალი - ეს იმ პირთა ჩამონათვალია, რომლებიც გამოცემის ცნობით, ქვეყანას გვიან ღამით დატოვებენ. ინფორმაციის განსამტკიცებლად "ალია" რეისის ნომრებს და დაჯავშნილი ბილეთების ასლებსაც აქვეყნებს.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61