სახალხო დამცველის ანგარიშში ახალი ხელისუფლების პერიოდის დარღვევებიცაა დაფიქსირებული

ხუთშაბათი, 18 აპრილი, 2013 - 15:23

სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის ყოველწლიური ანგარიში ადამიანთა უფლებების დაცვის კომიტეტის სხდომაზე განიხილება. განხილვა ორ ნაწილად გაიყოფა, დღეს ანგარიშის იმ ნაწილზე იმსჯელებენ, სადაც პატიმართა წამებისა და არაადამიანური  მოპყრობის ფაქტები და წინასაარჩევნო პროცესში დაფიქსირებულ დარღვევებზეა საუბარი, ხოლო მეორე ეტაპი ლაფანყურის სპეცოპერაციის განხილვას დაეთმობა.

სახალხო დამცველის ანგარიშში წინა ხელისუფლების პერიოდის დარღვევებთან ერთად, შეტანილია ასევე პირველი ოქტომბრის შემდგომი პერიოდის დარღვევები.

"ფაქტია ის, რომ პროცედურული დარღვევები იქნა აღმოჩენილი, როგორც ბაჩანა ახალიას, ისე კალანდაძის, გუნავასა და სხვათა საქმეებში. შესაბამისად, ამ ანგარიშებში არის შესული ინფორმაცია კონკრეტული დარღვევების შესახებ. ეს რა თქმა უნდა არ იქნება კომფორტული ზოგიერთი სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებისთვის, თუმცა ეს არის ის რეალობა, ის ფაქტები, რომლებიც სახალხო დამცველმა აღმოაჩინა", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა და იმედი გამოთქვა, რომ ანგარიშში მოტანილ  კონკრეტულ დარღვევებზე შესაბამისი რეაგირება  მოხდება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.18
  • 3.58
  • 0.05
  • 0.68
  • 1.59