სახალხო დარბაზის ახალგაზრდული ფრთა დღეს დაგეგმილ აქციას აღარ გამართავს

ხუთშაბათი, 18 აპრილი, 2013 - 15:59

„სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზის ახალგაზრდული ფრთის“ მიერ დღეს დაგეგმილი აქცია აღარ გაიმართება. როგორც "სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზის ახალგაზრდული ფრთის" თავმჯდომარემ ლევან ყურაშვილმა „ჯეონიუსს“ განუცხადა, აქციის გადადების მიზეზი ნებისმიერი სახის პროვოკაციის თავიდან აცილება იყო.

მისივე თქმით, ორგანიზაცია ნდობას უცხადებს ქართველ ხალხს და ხელს არ შეუშლის მათ,  ვისაც 19 აპრილს დაგეგმილ აქციაზე მისვლა აქვს გადაწყვეტილი.

“ჩვენი აქცია მხოლოდ პროვოკაციის თავიდან აცილების მიზნით გადავდეთ. შანსს ვაძლევთ ნაციონალურ მოძრაობას, აჩვენოს ხალხს რა შეუძლია. გამოიყვანონ თავიანთი მომხრეები. ჩვენ ვაფასებთ მათ მონდომებას და იმ ხალხის ნებას, ვინც 19 აპრილის აქციაზე მისვლას გეგმავს და არ ვაპირებთ მათთვის ხელის შეშლას. ჩვენ არც მომავალში არ დავუშვებთ არანაირ პროვოკაციას. ნაციონალურ მოძრაობას არ აქვს რესურსი აქციის გასამართად“, - განაცხადა ლევან ყურაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ "სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზის ახალგაზრდული ფრთის" წარმომადგენლები დღეს რუსთაველის გამზირზე გეგმავდნენ საპროტესტო აქციას, რომელიც მიმართული იქნებოდა 19 აპრილს ნაციონალური მოძრაობის მიერ დაგეგმილი აქციის წინააღმდეგ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59