derstandard: საქართველოს პრეზიდენტს ფუფუნებისადმი ზედმეტი სიყვარულის გამო აკრიტიკებენ

ხუთშაბათი, 18 აპრილი, 2013 - 15:52

გერმანულენოვანი ინტერნეტგამოცემა derstandard.at გუშინ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტიდან თანხების არამიზნობრივი ხარჯვის გასაჯაროებას ეხმიანება.

გამოცემის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტს აკრიტიკებენ ფუფუნებისადმი ზედმეტი სიყვარულის გამო და ასევე, ბრალს სდებენ სახელმწიფო ხაზინიდან მილიონობით თანხების გაფლანგვაში.

„პირადი ესპანელი მზარეული, ავსტრიაში ჩატარებული გახდომის კურსი, დროის ტარება დუბაიში და ზოგადად ფუფუნებისადმი სიყვარული - ასეთია საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მიმართ გამოთქმული ბრალდებები. შავ ზღვასთან მდებარე რესპუბლიკის პრეზიდენტი პარლამენტარმა ირინა იმერლიშვილმა ოთხშაბათს გააკრიტიკაიმის გამო, რომ მას მილიონობით თახნები აქვს გაფლანგული სახელმწიფო ხაზინიდან.

სახელმწიფო ბიუჯეტს მხოლოდ ესპანელი მზარეული თვეში 15 ათასი დოლარი (11 400 ევრო) უჯდება,– ამბობს ირინა იმერლიშვილი, დეპუტატი და მმართველი პარტია „ქართულ ოცნების“ წევრი. ამ უკანასკნელმა გაიმარჯვა 2012 წლის ოქტომბერში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში და მისი დამფუძნებელია მილიარდელი ბიძინა ივანიშვილი. სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხარჯები პირველად გამოქვეყნდა გუშინ. ირკვევა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი, თავის თანაპარტიელ მეგობართან ერთად, გახდომის კურსებზე იმყოფებოდა ავსტრიაში, რაც სახელმწიფოს 70 000 დოლარი (53 300 ევრო) დაუჯდა.

ბოლო ახალ წელს სააკაშვილი შეხვდა დუბაიში თავის თანმხლებ პირებთან ერთად. ეს ღონისძიება, იმერლიშვილის თქმით, სახელმწიფო ხაზინას 150 000 დოლარი (114 000 ევრო) დაუჯდა. დღემდე სახელმწიფო დაცვის სამსახურის ბიუჯეტი იყო გასაიდუმლოებული, ეხლა კი ირკვევა, რომ მასში გათვალისწინებული იყო ასევე უცხოელი ჟურნალისტებისთვის და სხვა ცნობილი პიროვნებებისთვის ძვირადღირებული საჩუქრების შეძენა.

2003 წლის ვარდების რევოლუციის გმირი სააკაშვილი უკვე რამოდენიმე თვეა რაც დიდი სისწრაფით კარგავს პოპულარობას და მხარდაჭერას საზოგადოებაში. კონსიტიტუციის მიხედვით მას საპრეზიდენტო ვადა უმთავრდება შემოდგომაზე. მისი პარტია, რომელიც ამჟამად პარლამენტში ოპოზიციაში იმყოფება, აპირებს პრეზიდენტის სავარძლისთვის ბრძოლას“, - ნათქვამია ინტერნეტგამოცემაში.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.63
  • 3.09
  • 3.5
  • 0.04
  • 0.69
  • 1.55