გასარკვევია, ჰქონდა თუ არა ადგილი აგვისტოს ომში საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევას ადგილი - ფედერიკა ფაბი

ხუთშაბათი, 18 აპრილი, 2013 - 15:42

იტალიის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფედერიკა ფაბი აგვისტოს ომის გამოძიებას გამოეხმაურა. ფედერიკა ფაბის თქმით, ომის გამოძიება ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების გამომჟღავნების კუთხით უნდა წარიმართოს, კონფლიქტის დროს მომხდარ უსამართლობასა და კანონდარღვევებს რეაგირება უნდა მოჰყვეს და ასევე გამოსაძიებელია ომის დროს მომხდარი სექსუალური ძალადობისა და სისასტიკის ფაქტები.

 "ადამიანების უფლებათა დარღვევების შემთხვევების გამოძიება ახლა ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა გაირკვეს, რა მოხდა კონფლიქტისას. ვფიქრობ, ეს ყველა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, რომ ეს გამოძიება ჩატარდება და გაირკვევა ისიც, ჰქონდა თუ არა ადგილი ომის საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევას".

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61