დავით უსუფაშვილი ჩეხეთში საქართველოს საელჩოს თანამშრომლებს და ქართველ სტუდენტებს შეხვდა

ხუთშაბათი, 18 აპრილი, 2013 - 14:29

საელჩოს შენობაში პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტო დელეგაციასთან  ქართველ ახალგაზრდებს შეხვდა, რომლებიც ჩეხეთის სხვადასხვა უნივერსიტეტების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები არიან.

დავით უსუფაშვილმა თითოეულ მათგანს მოუსმინა და მათ შეკითხვებს უპასუხა.

ახალგაზრდები ძირითადად საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებით და სამომავლო გეგმებით დაინტერესდნენ. ქართველმა სტუდენტებმა საუბრისას აღნიშნეს, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მათთან შეხვედრის სურვილი ხელისუფლების წარმომადგენელმა გამოთქვა. როგორც ახალგაზრდებმა შეხვედრაზე აღნიშნეს, სწავლის დასრულების შემდეგ საქართველოში აპირებენ დაბრუნებას და დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების სამშობლოში რეალიზებას. დავით უსუფაშვილმა სტუდენტებს მადლობა გადაუხადა შეხვედრისათვის, წარმატებები უსურვა მათ და აღნიშნა, რომ საქართველოს ძალიან სჭირდება ევროპული განათლებით აღჭურვილი ახალგაზრდები.

საელჩოში პარლამენტის თავმჯდომარემ ვრცელი ინტერვიუ მისცა ჩეხურ პერესის წარმომადგენლებს. დავით უსუფაშვილთან ინტერვიუ გამოქვეყნდება ადგილობრივ გაზეთებში; ,,ჰოსპოდარსკე ნოვინი,“ ,,ლიდოვე ნოვინიში“ და ,,მლადა ფრონტა დნეს“ უახლეს გამოცემებში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.45
  • 2.99
  • 3.42
  • 0.04
  • 0.6
  • 1.45