“ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ გადამწყვეტი პოლიტიკური იერიში მზადდება - ზაზა გაბუნია

ხუთშაბათი, 18 აპრილი, 2013 - 13:05

თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას განცხადებით, ოპოზიციური ფლანგის ინტერფრაქციულ ჯგუფად გაერთიანებით, მზადდება გადამწყვეტი პოლიტიკური იერიში “ნაციონალურ მოძრაობაზე” მათი ძალაუფლებას ჩამოშორების მიზნით.

ეს განცხადება ზაზა გაბუნიამ თბილისის საკრებულოს ოპოზიციური გაერთიანებების ინტერფრაქციული ჯგუფის პრეზენტაციაზე გააკეთა.

მისი თქმით, ინტერფრაქციული ჯგუფი მოიცავს ყველა იმ დეპუტატს, რომელიც თავს “ნაციონალური მოძრაობის” ოპოზიციაში მოიაზრებს და მისი შექმნის მიზანი “ნაციონალური მოძრაობის” თბილისშიც ოპოზიციაში გადასაყვანად კოორდინირებული, თანმიმდევრული და უწყვეტი პროცესის განხორციელებაა.

ინტერფრაქციულ ჯგუფში შედიან ფრაქციები: “ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველო”, “ქართული ოცნება – თბილისელები”, “ქართული ოცნება – თბილისი”, “თავისუფლება”,  “დამოუკიდებელი დემოკრატები”  და დამოუკდებელი დეპუტატები.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.18
  • 3.58
  • 0.05
  • 0.68
  • 1.59