საზოგადოებრივი ადვოკატის დახმარებით, ყაჩაღობისთვის მსჯავრდებული სასჯელის მოხდისგან გათავისუფლდა

ხუთშაბათი, 18 აპრილი, 2013 - 12:39

იურიდიული დახმარების სამსახურის მცხეთა-მთიანეთის ბიუროს ადვოკატის ცირა გამცემლიძის ძალისხმევით, ჯანმრთელობის მძიმე პრობლემების მქონე, ყაჩაღობისთვის მსჯავრდებული გოჩა ა., რომელსაც ამნისტიის შემდეგ 3 წელი კვლავ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უნდა გაეტარებინა, სასჯელის მოხდისგან განთავისუფლდა.

გოჩა ა.-ს მხედველობა თითქმის სრულად ჰქონდა მოშლილი. მიუხედავად არაერთი მიმართვისა, მსჯვარდებულს შესაბამის გამოკვლევებს არ უტარებდნენ. სწორედ ამიტომ, მან დახმარებისათვის საზოგადოებრივ ადვოკატს მიმართა.

თავდაპირველად, ცირა გამცემლიძის მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციისთვის მიმართული განცხადების საფუძველზე, გოჩა ა.-ს თვალის კლინიკაში გამოკვლევა ჩაუტარდა. მსჯავრდებულისთვის დასმული დიაგნოზით გაირკვა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა წარმოადგენდა სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების საფუძველს, რაც ჯანდაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანებითაა განსაზღვრული.

ამის შემდეგ, საზოგადოებრივმა ადვოკატმა კვლავ მიმართა სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციას. ამჯერად ცირა გამცემლიძემ მოითხოვა, რომ დაწესებულების დირექტორს ეშუამდგომლა სასჯელაღსრულებისა და ჯანდაცვის სამინისტროების ერთობლივი კომისიის წინაშე სასჯელის შემდგომი მოხდისგან მსჯავრდებულის განთავისუფლების შესახებ. ადვოკატის განცხადებას თან ერთვოდა სამედიცინო გამოკვლევის შედეგი.

საბოლოოდ, საზოგადოებრივი ადვოკატის განცხადება დაკმაყოფილდა და გოჩა ა. დარჩენილი სასჯელის მოხდისგან გათავისუფლდა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61