ჩეხეთმა საქართველოს დელეგაციას მხარდაჭერა აღუთქვა ევროსტრუქტურებში ინტეგრირებაში

ხუთშაბათი, 18 აპრილი, 2013 - 12:29

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, დავით უსუფაშვილის ხელმძღვანელობით შეხვედრებს მართავს პრაღაში, როგორც საკანონმდებლო ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მორიგი შეხვედრა ამჯერად ნატოს საპარლამენტო ასამბლეასა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე ჩეხეთის მუდმივი დელეგაციის წარმომადგენლებთან, ჩეხეთის რესპუბლიკის სენატში გამართა, რომელიც კოლოვრატის სასახლეშია განთავსებული.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისკენ სწრაფვა. აღინიშნა, რომ ჩეხეთი ყველა დონეზე დაუჭერს მხარს საქართველოს ინტეგრირებას ევროპის დიდ ოჯახში.

პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ჩეხ დეპუტატებს მხარდაჭერისა და ერთგული პარტნიორობისათვის და სამომავლო თანამშრომლობის მიზნით ისინი საქართველოში მოიწვია.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6