პრეზიდენტისგან მსგავსი საჩუქარი არ მიმიღია - მარიამ საჯაია

ოთხშაბათი, 17 აპრილი, 2013 - 19:53

პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის " წევრის მარიამ საჯაიას განცხადებით, პრეზიდენტისგან საჩუქრად სამაჯური არ მიუღია. საჯაიას თქმით, უმრავლესობის წევრის ირინა იმერლიშვილის მიერ დღეს გავრცელებულ დოკუმენტაციაში აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და აღნიშნულს დეპუტატი 19 აპრილის აქციას უკავშირებს.

"ფაქტია, რომ ხელისუფლება სრულ პანიკაშია 19 აპრილის აქციასთან დაკავშირებით და უნდა ველოდოთ ბრალდებებისა და ტყუილების დიდ რაოდენობას. ამ ბრალდებასთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ სრული სიცრუეა და სინამდვილეს არ შეესაბამება. კვლავ და კვლავ ეს უკავშირდება 19 აპრილს დაგეგმილ მიტინგს. ისინი დაინახავენ ოპოზიციის ძალიან დიდ ძალას, რაც მათ აშინებთ. სამაჯურთან დაკავშირებული ფაქტი არის ტყუილი და ნამდვილად მსგავსი საჩუქარი არ მიმიღია", - განაცხადა საჯაიამ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირინა იმერლიშვილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ფინანსური საქმიანობის შესახებ დოკუმენტაცია პარლამენტის სესიაზე გაასაჯაროვა, რომელის ერთ-ერთი პუნქტი პრეზიდენტის დავალებით 3 500-ლარიანი სამაჯურის ყიდვას ეხება, რომელიც მარიამ საჯაიასთვის საჩუქრად შეიძინა. დოკუმენტაციაში ასევე საპარლამენტო უმცირესობის სხვა წევრთა მიერ თანხების არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტებია ასახული.

ირინა იმერლიშვილმა სახელმწიფო დაცვის სამსახურიდან გამოთხოვნილი დოკუმენტი "ფეისბუქის" პირად გვერდზე გამოაქვეყნა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6