სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საქმიანობას პოლიტიკური ბრძოლის იარაღად იყენებენ - თემურ ჯანაშია

ოთხშაბათი, 17 აპრილი, 2013 - 19:14

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირინა იმერიშვილის მიერ დღეს გამოქვეყნებულ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით განცხადება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა თემურ ჯანაშიამ გაკეთა. მისი თქმით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საქმიანობის შესახებ ინფორმაციით მანიპულირება პოლიტიკური ბრძოლის იარაღია და ეს პროცესი სამსახურის იმიჯზე უარყოფითად აისახება.

ყოფილი უფროსის განცხადებით, მისი მმართველობის პერიოდში სამსახურის ბიუჯეტიდან თანხები არამიზნობრივად არ დახარჯულა და სამსახურის მიერ გაწეული ყველა ხარჯი კანონიერია.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირინა იმერლიშვილმა პარლამენტის სესიაზე პროკურატურის გამოძიების დოკუმენტები გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც ყოფილი პარლამენტარების, საპარლამენტო უმცირესობის წევრებისა და პრეზიდენტის მიერ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტიდან 240 000 ლარი არამიზნობრივად დაიხარჯა.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.65
  • 1.45