კახა კალაძემ სამგორის საბადოს ახლადგაბურღული ჭაბურღილი დაათვალიერა

ოთხშაბათი, 17 აპრილი, 2013 - 19:28

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა კახა კალაძემ XIB სალიცენზიო ბლოკზე, სამგორის საბადოს სართიჭალის უბანზე ახლადგაბურღული ჭაბურღილი დაათვალიერა. ჭაბურღილზე სამუშაოებს ინდური ნავთობკომპანია ”ჯინდალ პეტროლეუმ  ჯორჯია ლიმიტედი“ აწარმოებს. ჭაბურღილი დახრილი პროფილითაა გაბურღილი 2450მ. დაცდის პროცესში მიღებულია უწყლო ნავთობის სტაბილური შადრევანი დებიტით 24 მ3 დღე-ღამეში. სამგორის საბადოს აღნიშნულ უბანზე ნავთობის დარჩენილი ამოსაღები მარაგები გეოლოგიური პროგნოზით, შესაძლოა 2,4 მლნ.ტ-დან 8,7 მლნ.ტ-მდე მერყეობდეს.

ანალოგიურ სამუშაოებს კომპანია კრწანისის საბადოზე, XIB სალიცენზიო ბლოკზეც აწარმოებს.

დღესვე მინისტრმა ოკამში, IX სალიცენზიო ბლოკზე მიმდინარე ბურღვითი სამუშაოები დაათვალიერა.

”ჯინდალ პეტროლიუმ ლიმიტედი” ინდური კომპანიაა, რომელიც საქართველოში შვილობილი ოფშორული კომპანია ”ჯინდალ პეტროლიუმ ჯორჯია ლიმიტედის” საშუალებით ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების სამუშაოებს 2009 წლიდან აწარმოებს. კომპანია ხუთი სალიცენზიო ბლოკს ( VIIA, IX, X, XIB და XIIIA) ფლობს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61