ოთარ ჭილაძის რომანის „აველუმი“ ინგლისურად ითარგმნა

ოთხშაბათი, 17 აპრილი, 2013 - 19:11

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით ოთარ ჭილაძის რომანის „აველუმი“ ინგლისურად ითარგმნა.  რომანის ინგლისური თარგმანის პრეზენტაცია წიგნის მაღაზიაში „პროსპერო ბუქს“ 18 აპრილს, 18:00 საათზე გაიმართება.

თარგმანი 2013 წელს დიდ ბრიტანეთში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით ქართული წიგნისა და ლიტერატურის პროგრამის ფარგლებში გამოიცა. რომანის ინგლისური თარგმანი ცნობილ ბრიტანელ მთარგმნელს Donald Rayfield-ს ეკუთვნის, რომელიც ასევე დაესწრება წიგნის პრეზენტაციას. წიგნი გამოიცა ბრიტანული გამომცემლობის Garnet press-ის მიერ 1000 ეგზემპლარიანი ტირაჟით.

წიგნის პრეზენტაციას დაესწრება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი,  დონალდ რეიფილდი — თანამედროვე ბრიტანელი რუსულისა დ ქართული ლიტერატურის მცოდნე, დედოფალ მერის უნივერსიტეტის პროფესორი. იგი არის წიგნების ავტორი რუსული და ქართული ლიტერატურის შესახებ. დონალდ რეიფილდი ასევე, არის რუსი მწერლებისა და ინტელიგენციის შესახებ გამოცემული წიგნების სერიების რედაქტორი.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59