თორნიკე შურღულაია უშიშროების საბჭოსთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდის

ოთხშაბათი, 17 აპრილი, 2013 - 18:21

ისტორიის დოქტორი თორნიკე შურღულაია ინიციატივით გამოდის და ხელისუფლებას უშიშროების საბჭოს სანაცვლოდ, „სპეციალური გაერთიანებული კომიტეტის“ შექმნას სთავაზობს.

 

 

როგორც შურღულაიამ „ჯეონიუსს“ განუცხადა, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ახალი სტრუქტურის შენახვა წელიწადში 4 მილიონი ლარი დაჯდება, მაშინ როდესაც უშიშროების საბჭო 22 მილიონს საჭიროებს წელიწადში.

„სპეციალური გაერთიანებული კომიტეტის“ შექმნის შემთხვევაში, მასში 6 ანალიტიკური სამმართველო გაერთიანდება: საშინაო პოლიტიკის შეფასებების, საგარეო პოლიტიკის შეფასებების, ეროვნული უსაფრთხოების საკითხთა, თავდაცვის საკითხთა, განსაკუთრებული საკითხების მართვისა და ადმინისტრაციის სამმართველოები. კომიტეტის საქმიანობას წარმართავს დირექტორი და მისი ორი მოადგილე: პირველი მოადგილე კურატორობას გაუწევს საგარეო პოლიტიკის, უსაფრთხოების და თავდაცვის საკითხებს. მეორე მოადგილე კურატორობას გაუწევს საშინაო პოლიტიკის, განსაკუთრებული საკითხების მართვის სამმართველოს და ადმინისტრაციას.

71-კაციანი კომიტეტიდან 8 თანამშრომელი მივლინებული იქნება 4 უწყებაში და ადგილზე გააანალიზებს არსებულ ვითარებას და უფრო ხარისხიანად და კოორდინირებულად წარმართავს უწყებასა და კომიტეტს შორის თანამშრომლობას, რაც შემდგომში უფრო ეფექტურ შედეგს მოუტანს ქვეყნის უსაფრთხოებას“, - აცხადებს ისტორიის დოქტორი თორნიკე შურღულაია.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59