„საზოგადოებრივი ინიციატივა“ დაზარალებულ ირაკლი გვალიას სოლიდარობას უცხადებს

ოთხშაბათი, 17 აპრილი, 2013 - 16:41

არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია „საზოგადოებრივი ინიციატივა“ სოლიდარობას უცხადებს დაზარალებულ ირაკლი გვალიას. ვიმედოვნებთ, რომ ყველა პირი, ვინც მონაწილეობდა უკანონო ქმედებებში, დაისჯება, - ამ განცხადებით "საზოგადოებრივი ინიციატივა" ქუთაისში წუხელ მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და ინციდენტის ობიექტურ და დროულ გამოძიებას ითხოვს.

“ჩვენ ვთვლით, არ უნდა იზღუდებოდეს ადამიანის თავისუფალი ნება, მოვითხოვთ ობიექტურად და დროულად იქნეს გამოძიებული აღნიშნული ინცინდენტი. ყველა ადამიანს აქვს უფლება იყოს ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის მხარდამჭერი", - აღნიშნულია კოალიციის განცხადებაში.

ცნობისთვის, "საზოგადოებრივი ინიციატივა" იმ ინციდენტს გამოეხმაურა, რომელიც წუხელ ქუთაისში მოხდა. კერძოდ, ორმა უცნობმა გვიან ღამით ირაკლი გვალია რეზინის ხელკეტით სცემა. როგორც ცნობილია, დაზარალებული ირაკლი გვალია 19 აპრილს „ნაციონალური მოძრაობის“ დაანონსებულ აქციაზე წასვლას აპირებდა, რაც ამ ინციდენტის მიზეზი გახდა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61