ვანო მერაბიშვილის გვერდში დგომა დანაშაულია - მარიკა ვერულაშვილი

ოთხშაბათი, 17 აპრილი, 2013 - 16:27

ადრეც ვთვლიდი და დღესაც ვთვლი, რომ ვანო მერაბიშვილის გვერდში დგომა დანაშაულია, - ამის შესახებ მარიკა ვერულაშვილმა დღეს ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესზე მისვლისას, ჟურნალისტებთან განაცხადა.

ვერულაშვილმა პარტიის დატოვების მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიზეზი ვანო მერაბიშვილი იყო.

"მე დღემდე არ გამიკეთებია განცხადება ჩემი პარტიის დატოვების მიზეზებზე. დღეს მინდა განვაცხადო, რომ ნაციონალური მოძრაობის კრახი და ჩემი პარტიის კრახი საპარლამენტო არჩევნებში, ვთვლიდი, რომ სწორედ მისი დამსახურება იყო და მე მიმაჩნდა , რომ ამ დამარცხების შემდეგ ის აღარ უნდა ყოფილიყო ამ პარტიის გენერალური მდივანი, რადგან ეს ასე მაინც მოხდა, მე გადავწყვიტე, რომ ჩემი ადგილი აღარ იყო ამ პარტიის რიგებში. ადრეც ვთვლიდი და დღესაც ვთვლი, რომ ვანო მერაბიშვილის გვერდში დგომა დანაშაულია", - განაცხადა მარიკა ვერულაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.69
  • 3.17
  • 3.57
  • 0.05
  • 0.69
  • 1.58