პრეზიდენტის და უმცირესობის წევრების დუბაიში დასვენება 240 000 ლარი დაჯდა - ირინა იმერლიშვილი

ოთხშაბათი, 17 აპრილი, 2013 - 16:07

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირინა იმერლიშვილმა პარლამენტის სესიაზე პროკურატურის გამოძიების დოკუმენტები გაასაჯაროვა. დეპუტატის განმარტებით, 12 მარტს პროკურატურიდან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ფინანსური საქმიანობის შესახებ დოკუმენტაცია გამოითხოვა, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების საზღვარგარეთ ვიზიტებზე მილიონობით ლარი დაიხარჯა.

იმერლიშვილის თქმით, დოკუმენტაციის მიხედვით, რომელიც პროკურატურამ გადასცა, ყოფილი პარლამენტარები და საპარლამენტო უმცირესობის წევრები მარიამ საჯაია, დავით დარჩიაშვილი, დავით საყვარელიძე, გოგა ხაჩიძე, კობა ხაბაზი, ალანა გაგლოევა, ზურაბ ჭიაბერაშვილი, გიორგი ღვინიაშვილი, ნუგზარ წიკლაური, სერგო რატიანი, 2013 წელს პრეზიდენტთან ერთად დუბაიში შეხვდნენ, რომელზეც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტიდან 240 000 ლარი დაიხარჯა.

დეპუტატმა დღევანდელ სხდომაზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტიდან  თანხების არამიზნობრივი ხარჯვის კიდევ რამდენიმე ფაქტი წარმოადგინა.

იმერლიშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური პრეზიდენტის დაქვემდებარებიდან მთავრობის დაქვემდებარებაში გადავიდა, სტრუქტურის მიერ გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებულ ინფორმაციას გრიფით საიდუმლო მოეხსნა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61