მერაბიშვილი ბევრ არასასიამოვნო სიურპრიზს უნდა ელოდოს - მარიკა ვერულაშვილი

ოთხშაბათი, 17 აპრილი, 2013 - 18:10

მაქვს უტყუარი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ გუშინწინ სოცილაურ ქსელში გავრცელებული დათა ახალაიას მიმართვა ნამდვილად ეკუთვნის მას,  - ამ განცხადებით "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრმა, მარიკა ვერულაშვილმა  დათა ახალაიას ბრალდებები, რომელიც ახალაიამ ვანო მერაბიშვილის მისამართით გააკეთა, დაადასტურა.

 ვერულაშვილის თქმით, დათა ახალაიამ ამ განცხადებით მერაბიშვილს სიურპრიზი გაუკეთა. დეპუტატის თქმით, ის უახლოეს დღეებში სხვა სიურპრიზებსაც არ გამორიცხავს.

"მინდა გითხრათ, რომ ეს განცხადება, რომელიც სიურპრიზი აღმოჩნდა ბევრი პოლიტიკური ძალისთვის, არანაირ კავშირში არ არის 19 აპრილს დაანონსებულ აქციასთან. უბრალოდ, ეს არის დათა ახალაიას საჩუქარი. მე ვთვლი, რომ დამსახურებული საჩუქარი იუბილარი ვანო მერაბიშვილისადმი. დარწმუნებული ვარ , რომ ვანო მერაბიშვილი არ არის მიჩვეული სიმართლის თქმას, თუმცაღა, მინდა გითხრათ, რომ მას ამის მოსმენა ძალიან ხშირად მოუწევს. უახლოეს მომავალში ის ძალიან ბევრ არასასიამოვნო სიურპრიზს უნდა ელოდოს", - განაცხადა ვერულაშვილმა.

ცნობისთვის, დათა ახალაიამ ვანო მერაბიშვილის მისამართით განცხადება facebook-ით გააკეთა. მან განცხადებაში საქართველოში დატრიალებული მრავალი უბედურებისა და ლაფანყურის ავანტიურის ავტორად ვანო მერაბიშვილი დაასახელა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59