ბესარიონ ბენდელიანმა "ნაციონალური მოძრაობა" დატოვა

ოთხშაბათი, 17 აპრილი, 2013 - 15:35

თბილისის საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე "დამოუკიდებელი დემოკრატების" წევრმა დავით ჯინჭარაძემ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ბესარიონ ბენდელიანმა საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" დატოვა და ფრაქცია "დამოუკიდებელ დემოკრატებს" შეუერთდა.

როგორც ჯინჭარაძე აცხადებს, ბენდელიანმა გადაწყვეტილება ყოველგვარი ზეწოლის გარეშე, პოლიტიკური შეხედულების მიხედვით მიიღო და მოსალოდნელია უახლოეს მომავალში ფრაქცია "ნაციონალურმა მოძრაობამ" საკრებულოში უმრავლესობა დაკარგოს.

"ნაციონალური მოძრაობა" ამასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59