ხელისუფლების უსუსური მცდელობა განხეთქილების შემოტანისა, ფუჭად ჩაივლის - ვანო მერაბიშვილი

ოთხშაბათი, 17 აპრილი, 2013 - 15:04

უსუსური მცდელობა ხელისუფლებისა, რომ განხეთქილება შეიტანოს ნაციონალურ მოძრაობაში, ფუჭად ჩაივლის,  -  ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი მის მიმართ ბოლო დღეებში გამოთქმულ ბრალდებებს დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე .

ვანო მერაბიშვილის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერთა და საკრებულოს წევრთა მიმართ ხელისუფლების მხრიდან აქტიური ზეწოლა მიმდინარეობს.

"დღეს ჩვენს ხელისუფლებას ძალიან ეშინია 19 აპრილის და ხალხის, ამიტომ ყველაფერს აკეთებს, რომ ეს მიტინგი არ გაიმართოს. დაიწყო აგრესიული ზეწოლა ნაცმოძრაობის აქტივისტების მიმართ. დაბლოკილია ყველა რეგიონიდან ყველა ავტობუსი და სამარშრუტო ტაქსი, უფრო მეტიც, გადადებულია ის მარშრუტები, რომლებიც ტრადიციულად საქართველოს რეგიონებიდან სრულდება.

ტყუილად ჰგონია ხელისუფლებას, რომ ჩვენ ვერ შევძლებთ ამ მიტინგის ჩატარებას. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი არის დაბლოკილი, ჩვენ გვაქვს საშუალება იმისა, რომ  ყველა ჩვენი აქტივისტი მოვიდეს რუსთველის პროსპექტზე",  - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.18
  • 3.58
  • 0.05
  • 0.68
  • 1.59