ნოდარ ხადურმა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ საგაზაფხულო სესიაში მიიღო მონაწილეობა

ოთხშაბათი, 17 აპრილი, 2013 - 15:17

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა, ამერიკაში  სამუშაო ვიზიტის ფარგლებში,  საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ საგაზაფხულო სესიაში მიიღო მონაწილეობა.

პირველი სასესიო დღის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური შეხვდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მთავარ ეკონომისტს და კვლევების დეპარტამენტის დირექტორს ოლივიე ბლანშარს (Olivier Jean Blanchard)

ფინანსთა მინისტრმა ოლივიე ბლანშარს სამახსოვროდ მისივე ავტორობით შექმნილი წიგნის „მაკროეკონომიკა“ ქართული თარგმანი გადასცა, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა ჯგუფთან ერთად ნოდარ ხადურმა თავად თარგმნა და რომელიც უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის ძირითადი სახელმძღვანელოა.

„მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში გაიმართა უმნიშვნელოვანესი კონფერენცია, რომელიც ეხებოდა მსოფლიო მაკროეკონომიკური პოლიტიკის ხელახალ გააზრებას და აღნიშნული მიმართულებით ახალი მიდგომების შემუშავებას. საქართველოსთვის, იმისთვის, რათა რაც შეიძლება მალე დავიწყოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური აღორძინება, საერთაშორისო მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.56
  • 3.1
  • 3.49
  • 0.05
  • 0.68
  • 1.51