მსჯავრდებულებზე ძალადობისთვის უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორი სამსახურიდან გაათავისუფლეს

ოთხშაბათი, 17 აპრილი, 2013 - 15:07

საქართველოს სასჯელ-აღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოკვლევის საფუძველზე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #1 დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორის ნუკრი კოპალიანის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომა - „სისტემის ორგანოდან დათხოვნა“.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმებით დადგინდა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #1 დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორი ნუკრი კოპალიანი 2011-2012 წლების პერიოდში #15 დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავდებულებს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, ახდენდა მათზე ძალადობას და არღვევდა მსჯავდებულთა უფლებებს.

აღნიშნული დადასტურდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #8 დაწესებულების ორი და #1 დაწესებულების ერთი მსჯავდებულის ახსნა-განმარტებით.

დასკვნა შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეგზავნა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს.

დასკვნის ასლი შემდგმომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა მთავარ პროკურატურას.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.44
  • 2.84
  • 3.18
  • 0.04
  • 0.51
  • 1.44